ფეხბურთი

10:55 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

20 ოქტომბერს „ოქროს ლიგის“ მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება

20 ოქტომბერს, სპორტკომპლექს „არენა“ „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“, „ოქროს ლიგის“ მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.  მატჩები 14:00 სთ–დან დაიწყება

 

14:00  ნატახტარი –  TTC (სატრანსპორტო კომპანია)

15:00  „ერისთავის იურიდიული ჯგუფი“ – პროგრეს ბანკი

16:00  PSP – DHL

17:00  მ.ფ.კ „ ალგო“ –  ს.უ. (საქართველოს უნივერსიტეტი)

 

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს გამართული სუპერთასის ფინალური მატჩის გამო, “ოქროს ლიგის“ შარშანდელ ჩემპიონს,“ნატახტარის“ გუნდს პირველ ტურში არ უთამაშია, შესაბამისად ტური გამოტოვა  კლუბმა  „ალგომაც“.  ამჯერად  ტური სრულად გაიმართება.

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის  მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM GEORGIA ორგანიზებით  იმართება.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  ტექნიკური პარტნიორია,  სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

0.165377