გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულებულ ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის, გადახალისებული შემადგენლობით მყოფმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედლები კობა მჭედლიშვილს (-73კგ) და ლევან გუგავას (-81კგ) ერგოთ, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე ნაგლიაშვილი (-55კგ) და ელენე ქებაძე (+78კგ) დაეუფლნენ.