ჭადრაკი

20:58 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქრო ურეკიდან

ურეკში დასრულებულ საჭადრაკო ევროპის თასზე, რომელშიც 8, 10 და 12-წლამდე მონაწილეები თამაშობდნენ, ქართველებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. 8-წლამდე გოგონებში პირველობა არავის დაუთმო დიანა ლომაიამ (1382), რომელმაც ცხრავე (!) პარტია მოიგო, ხოლო 10-წლამდელებში 8.0 ქულით თამარ ესაძემ (1551) იმარჯვა.

სულ, ნორჩმა ქართველმა მოჭადრაკეებმა 6 მედალი მოიპოვეს და ყველა მათგანი გოგონებზე მოდის, თორემ ბიჭები კვარცხლბეკზე არ ასულან. ცნობისთვის, ურეკულ ტურნირზე 12 ქვეყნის წარმომადგენელი 300-მდე ნორჩი მოჭადრაკე თამაშობდა.

 

8-წლამდე

გოგონები

1. დიანა ლომაია (1382) – 9.0 ქულა

2. ლილე გუმბერიძე – 8.0

3. ანა პოღოსიანი (სომხეთი) – 7.0

 

ბიჭები

1. არსენ დავთიანი (სომხეთი) – 8.0

2. აიდინ სულეიმანლი (აზერბაიჯანი) – 8.0

3. რობერტ მურადიანი (სომხეთი) – 7.5

 

10-წლამდე

გოგონები

1. თამარ ესაძე (1551) – 8.0

2. ზეინაბ ისმაილზადა (აზერბაიჯანი, 1516) – 8.0

3. ნია დონღვანი – 6.5

 

ბიჭები

1. არტიომ ტრუბჩანინოვი (რუსეთი, 1849) – 8.0

2. ფარიდ მუსტაფაიევი (აზერბაიჯანი, 1542) – 7.0

3. ვუგარ მანაფოვი (აზერბაიჯანი, 1582) – 7.0

 

12-წლამდე

გოგონები

1. გაბრიელა ანტოვა (ბულგარეთი, 1712) – 6.5

2. ელენე კოსტავა (1645) – 6.5

3. ანასტასია სიდამონიძე (1535) – 6.0

 

ბიჭები

1. ვუგარ ასადლი (აზერბაიჯანი, 1859) – 8.0

2. შანტ სარგსიანი (სომხეთი, 1913) – 7.5

3. კანან გარაიევი (აზერბაიჯანი, 1727) – 6.5

 

სოფო ნიკოლაძის ფოტო

0.11435