ჭიდაობა

19:42 | 11.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და შალვა მუზიაშვილი (66 კგ) თბილისის “ოქროს გრან-პრის” ჩემპიონები გახდნენ. ამავე სტილში, ელიზბარ ოდიკაძეს (96 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი, მანუჩარ კვირკველიაც (74 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მესამე საპრიზო ადგილი ხუთმა ქართველმა დაიკავა: თავისუფალ ჭიდაობაში ტრისტან ჩირგაძემ, გივი დავიდოვმა (ორივე 55 კგ), ლევან სეთურიძემ და დავით ქერაშვილმა (96 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაულში – მანუჩარ ცხადაიამ (74 კგ).

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.339373