ჭიდაობა

19:37 | 20.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

2 ლიცენზია ბულგარეთიდან

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს. სოფიაში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე ლონდონის საგზურს ოქრო-ვერცხლი იძლევა და ქართველები უკვე ფინალში არიან.

ერთადერთი წონა, რომელშიც ზაზა თურმანიძის გუნდი დარჩენილ ორ სალიცენზიო ტურნირში ჩაერთვება, 66 კილოგრამია. ბულგარულ ხალიჩაზე ზურაბ იაკობაშვილი გავიდა, მაგრამ მეოთხედფინალში გერმანელ მარტინ სებასტიან დაუმთან დამარცხდა.
ხინჩეგაშვილი ფინალში თურქ აჰმეთ პეკერს დაუპირისპირდება, ხოლო გოგშელიძე – რუს აბდუსალამ გადისოვს.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
 
0.120892