შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, უკვე გაირკვა ყველა წყვილი, რომლებიც პლეი-ოფში გასასვლელად იბრძოლებენ. ეს გარკვეულწილად ჩვენთვისაც იყო საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ "დინამო თბილისი" ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს: ლაშა დვალის "ფერენცვაროში", გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" და ნიკა ნინუას პაოკ-ი.
წილისყრის შედეგები კი ასეთია:
ჩემპიონთა გზა
„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „დინამო“ (ხორვატია)
„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „მიოლდე“ (ნორვეგია)
„ომონია“ (კვიპროსი) – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„მიდტიულანდი“ (დანია) – „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია)
„მაკაბი თელ ავივი“ (ისრაელი) – „დინამო“ (ბელარუსი)
ლიგის გზა
პაოკ (საბერძნეთი) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)
„დინამო“ (უკრაინა) – „ალკმაარი“ (ნიდერლანდები)
„გენტი“ (ბელგია) – „რაპიდი“ (ავსტრია)
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 15 და 16 სექტემბერს გაიმართება, პლეი-ოფის საგზურის მფლობელები ერთი მატჩით გამოვლინდებიან.