ფეხბურთი

1:29 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "მეორე ტაიმში დავიღალეთ"

ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი „ხიმკისთან“ (1:1) საუკეთესოდ დაასახელეს და თამაშის შემდეგ ქართველმა შემტევმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

დავითაშვილის აზრით, „როტორი“ მეორე ტაიმში დაიღალა და პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობაც ამიტომ ვერ შეინარჩუნა.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი მდგომარეობა შეიცვალა. შესვენებამდე თამაში ჩვენი დომინირებით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმში დავიღალეთ და „ხიმკიმ“ უკეთესაც ითამაშა“, - აღნიშნა ზურიკომ.

დავითაშვილმა და სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო დანარჩენ ქართველებს არ უთამაშიათ, განაცხადშიც არ იყვნენ - ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი ისევ ტრავმირებულები არიან, ხოლო ჯანო ანანიძემ ფორმა როგორც ჩანს ისევ ვერ აღიდგინა და ჯერჯერობით მისი დებიუტი არ შემდგარა.

„როტორს“ 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-16 საფეხურზეა. ვოლგოგრადელები შემდეგ მატჩს 12 სექტემბერს, სახლში „კრასნოდართან“ გამართავენ.

0.122305