ინგლისში ახალი საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. „უემბლის“ სტადიონზე, ქვეყნის სუპერთასის მატჩში (Community Shield), თასის მფლობელი „არსენალი,“ ჩემპიონ „ლივერპულს“ შეხვდა და პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა. საკუთრივ შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.
„არსენალმა“ ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიპოვა ეს პრესტიჟული ჯილდო.
ანგარიში უკვე მე-12 წუთზე გახსნა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. გაბონელმა საჯარიმოს ხაზიდან შორეულ მარჯვენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა ალისონს.
მერსისაიდელებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს. საჯარიმოში ხალხმრავლობა იყო და ყველას იაპონელმა ტაკუმი მინამინომ დაასწრო.
დადგა პენალტების ჯერიც, რომელიც ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჩინებულად შეასრულეს. მხოლოდ ერთი გააცუდა ჭაბუკმა ლივერპულელმა რიან ბრიუსტერმა, რაც იურგენ კლოპის შეგირდებს ძვირად დაუჯდათ. ბრიუსტერის დარტყმა ხარიხას მოხვდა.
ამ პრიზის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი „მანჩესტერ იუნაიტედია“ (21), აქამდე „არსენალს“ და „ლივერპულს“ 15-15-ჯერ გაემარჯვებინათ და ახლა „მეთოფეებმა“ ერთით გაუსწრეს „წითლებს.“
ინგლისის სუპერთასი (Community Shield)
ლონდონი. „უემბლი.’“
არსენალი - ლივერპული 1:1 (5:4 პენ)
1:0 ობამეიანგი (12), 1:1 მინამინო (73)
პენალტები: სალაჰი - 0:1, ნელსონი - 1:1, ფაბინიო - 2:1, მეიტლენდ-ნაილსი - 2:2, ბრიუსტერი - 2:2 (ხარიხა), სოარეში - 3:2, მინამინო - 3:3, ლუისი - 4:3, ჯონსი - 44, ობამეიანგი - 5:4
არსენალი: მარტინესი, ბელერინი (სოარეში 58), ლუისი, ჰოლდინგი, ტირნი (კოლაშინაცი 83), მეიტლენდ-ნაილსი, ელნენი, ჯაკა, საკა (უილოკი 82), ნკეტია (ნელსონო 82), ობამეიანგი
მწვრთნელი: მიკელ არტეტა
ლივერპული: ალისონი, უილიამსი (მინამინო 59), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, მილნერი (კეიტა 59), ვეინალდუმი (ბრიუსტერი 90+1), მანე, სალაჰი, ფირმინო (ჯონსი 83)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გაფრთხილება: მილნერი (58)