ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა დუაიტ ლოდევეგესმა პოლონეთთან და იტალიასთან გასამართი ერთა ლიგის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ნაკრებში დაბრუნდა ლეროი ფერი, რომელმაც ბოლოს ეროვნული გუნდის მაისურით ექვსი წლის წინ ითამაშა. ასევე, გამოძახებულია მეკარე ტიმ კრული, რომელმაც ბოლოს 2015 წელს ითამაშა "ნარინჯისფერების" რიგებში.
ნიდერლანდები ერთა ლიგაზე 4 სექტემბერს პოლონეთს დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში იტალიასთან გაარკვევს ურთიერთობას. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ინფორმაციით, დუაიტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: მარკო ბიზოტი ("ალკმაარი"), იასპერს სილესენი ("ვალენსია"), ტიმ კრული ("ნორვიჩი");
მცველები: ნათან აკე ("მანჩესტერ სიტი"), ვირჯილ ვან დეიკი ("ლივერპული"), დენზელ დამფრისი (პსვ), ჰანს ჰატებური ("ატალანტა"), პერ სხურსი ("აიაქსი"), იოელ ფელტმანი ("ბრაიტონი"), სტეფან დე ვრეი ("ინტერი"), ოუენ ვიინდალი ("ალკმაარი");
ნახევარმცველები: დონი ვან დე ბეკი ("აიაქსი"), ლეროი ფერი ("ფეიენოორდი"), მოჰამედ იხატარენი (პსვ), მარტენ დე როონი ("ატალანტა"), კევინ სტროტმანი ("მარსელი"), ჟორჟინიუ ვეინალდუმი ("ლივერპული");
თავდამსხმელები: რაიან ბაბელი ("გალათასარაი"), სტივენ ბერგვეინი ("ტოტენჰემი"), ლუკ დე იონგი ("სევილია"), მემფის დეპაი ("ლიონი"), კვინსი პრომესი ("აიაქსი");