ფეხბურთი

22:38 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასმა" ინგლისელი ფეხბურთელი დაიმატა

22 წლის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ებერეჩი ეზე კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს. როგორც ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ნიგერიული ფესვების მქონე ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"არწივებს" არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი მილიონი გადაიხადეს ეზეს სანაცვლოდ, თუმცა Transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერში ქპრ-მ 17.8 მილიონი ევრო მიიღეს. ებერეჩის სატრანსფერო ღირებულება კი ამჟამად 9 მილიონ ევროს შეადგენს.

ეზემ ვარჯიში "არსენალის" აკადემიაში დაიწყო და შემდეგ "ფულჰემის", "მილუოლის" და ქპრ-ს ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. გასულ სეზონში ებერეჩიმ 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ეზე ინგლისის 20 და 21 წლამდელთა ნაკრებებში ასპარეზობდა.

0.109598