ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ სათამაშო ნომრის შეცვლა დააანონსა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შვედმა კლუბთან კონტრაქტი 1 წლით განაახლა.
გასულ სეზონში ზლატანი „როსონერის“ ღირსებას 21 ნომრით იცავდა, ხოლო ახალი სეზონიდან 11 ნომერი იქნება. ამის შესახებ იბრამ სოციალური ქსელიდან შეატყობინა გულშემატკივარს.
„როგორც უკვე ვთქვი, მე მხოლოდ ვხურდები“, - წერს ზლატანი და თავის ფოტოს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ იტალიური მედია ვარაუდობდა, შვედი 9 ნომერს აირჩევსო, მაგრამ 11 ამჯობინა. ორივე ნომერი „როსონერიში“ კშიშტოფ პიონტეკისა და ფაბიო ბორინის გუნდიდან წასვლის შემდეგ გათავისუფლდა.
ზლატანისთვის 11-ნომრიანი მაისური უცხო არაა, „მილანში“ 2010-2012 წლებში სწორედ მე-11 ნომრით თამაშობდა.