ფეხბურთი

17:17 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელ პოლ პოგბას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაადასტურა.

27 წლის ნახევარმცველის გარდა COVID ინფექცია კიდევ ერთ ფეხბურთელ ტანგი ნდომბელესაც დაუდასტურდა. ორივე მათგანი თვითიზოლაციაში საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

ფრანგ სპეციალისტს აღნიშნული ფეხბურთელების ჩანაცვლება ედუარდო კამავინგას, ჰუსემ აუარი და დეიო უპამეკანოთი მოუწევს.

”შემადგენლობაში ცვლილების შეტანა ბოლო წუთას მომიწია, რადგან პოლ პოგბამ გუშინ ჩაიტარა ტესტი, რომლის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ასე რომ, ის ედუარდო კამავინგამ შეცვალა”, - თქვა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს 5 და 8 სექტემბერს შვედეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ აქვს თამაში. პრემიერლიგა კი, სადაც პოლ პოგბა და ნდომბელე თამაშობენ, 12 სექტემბერს განახლდება.

0.108456