დღეს, დინამო ბათუმი ისარელში ბეერ-შევას ჰაპოელს ეთამაშება. ბათუმელემი სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის რანგში ხვდებიან. ჰაპოელთან თამაშის სამზადისზე, მეტოქის პლუსებსა და მინუსებზე, ასევე ბათუმელთა შანსებზე აჭარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ ისაუბრეს.
უნდა დავამტკიცოთ, რომ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს
მათე ცინცაძე: ბეერ შევა ძალიან კარგი გუნდია, ერთი კვირის განმავლობაში ვნახეთ ბევრი მათი თამაში და მზად ვართ იმისთვის, რომ მათი სუსტი წერტილები ვიპოვოთ და გავიმარჯვოთ. ურთულესი მატჩი იქნება, სახლის ფაქტორიდან გამომდინარე ალბათ ბეერ შევა ფავორიტია, მაგრამ როცა სტადიონზე გავალთ უნდა დავამტკიცოთ რომ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს და გამარჯვებას მივაღწევთ.
ძალიან რთული თამაშის მოლოდინში ვართ
გია გეგუჩაძე: საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშებით ხვალ, მათ კარგი შემტევი ფეხბურთელები ყავთ, ტექნიკურები, სწრაფები, მოძრავები. ძალისმიერი მცველები და ძლიერი მეკარეც ყავთ. დაბალანსებული გუნდია, სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან რთული თამაშის მოლოდინში ვართ. ჩვენ თანაბარ პირობებში ვართ და სახლის ფაქტორი არ მოქმედებს, შესაბამისად შანსებიც თანაბარია. ისრაელში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით გვიხარია, რომ მოგვეცა ქვეყნიდან გასვლის საშუალება და წარმოვადგენთ დღეს აქ საქართველოს, ჩვენი საქმე ფეხბურთის თამაშია და კორონავირუსთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ.
dinamo.ge