ფეხბურთი

11:50 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოში" ჩისკოს დაბრუნება გადაწყვეტილია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი იქნება. ესპანელი სპეციალისტის დაბრუნება გადაწყვეტილია და მას თბილისში უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ჩისკოს უეფას პროკატეგორიის ლიცენზია ჯერ არ აუღია, ამიტომაც, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, ხოლო ლიცენზიის აღების შემდეგ სრულფასოვნად შეუდგება სამუშაოს.

შეგახსენებთ, ჩისკომ 2019 წელს „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, როდესაც გუნდს ფელის ვისენტესთან ერთად ხელმძღვანელობა. ფეხბურთელებოს პერიოდში კი ესპანელმა 2011-2015 წლებში თბილისური გუნდის ღირსება 127-ჯერ დაიცვა და 78 გოლი გაიტანა.

0.114422