ფეხბურთი

11:21 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხაცკევიჩი: "კვირკველია გამოცდილი ფეხბურთელია, ჯანო კი ვოლგოგრადში არ იმყოფება"

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა გუნდის პრობლემებზე ისაუბრა და მათ შორის, ქართველი ფეხბურთელებიც ახსენა.

ბელარუსი სპეციალისტის განცხადებით, შეტევაში ძალიან უჭირთ, მაგრამ სასურველი ფეხბურთელების დამატებას ვერ ახერხებენ.

„პირველ რიგში შეტევის გაძლიერება გვჭირდება, მიქელთაძეს მუხლის ტრავმა აქვს და ვერ ვარჯიშობს, ჯანო ვოლგოგრადში ამჟამად არ იმყოფება და შესაბამისად, წესრიგში ჩადგომა ვერ მოასწრო. კვირკველიას დებიუტს რაც შეეხება, ჩემს სუბიექტურ აზრს ვიტყვი - სობოლევს მსახიობის ოსკარი ეკუთვნის (იგულისხმა პენალტი, რომელიც კვირკველიას მხრიდან თამაშის წესების დარღვევის გამო დაინიშნა - რედ). სოლომონი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და თამაშების საშუალებით ფორმაში ჩადგება. ჩვენთვის რთულია მოვიძიოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვინდა, ეს რეალობაა“, - თქვა ხაცკევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „როტორმა“ რუსეთის პრემიერლიგაში 5 ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა.

0.126987