ფეხბურთი

11:59 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიადან" "ლიდსში": ესპანური კლუბი კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვა

ესპანური „ვალენსია“ კიდევ ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. „ღამურების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ როდრიგო მორენო კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს.

ესპანელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იორკშირელებთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, შედეგად, დამდეგ სეზონში მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით ითამაშებს.

მოგეხსენებათ, „ლიდსი“ 16-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. გარიგების ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო „ვალენსიაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 220 შეხვედრაში 59 გოლის გატანა მოახერხა.

0.119135