ჩოგბურთი

3:41 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარიმ მე-7 ნომრად განთესილი ზვერევი დაამარცხა

ბრიტანელმა ენდი მარიმ ცინცინატის ტურნირის მეორე წრეში, მე-7 ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში (6-3, 3-6, 7-5) დაამარცხა. ბრიტანელი ჩოგბურთელისთვის ეს ATP-ს ტურნრის მხოლოდ მეორე შეხვედრა, რომლებიც წელს ჩაატარა. და პირველი შემთხვევაა 2016 წლის ATP-ს ფინალის შემდეგ, როცა რეიტინგის ტოპ რვაში შემავალ ჩოგბურთელს უგებს.

„მიხარია, რომ ტოპ მოთამაშესთან შეხვედრაში გამარჯვება შევძელი. არადა, ამდენი ხან საერთოდ არ მქონდა ნათამაშები. კიდევ ერთი შეხვედრის გამრთვის საშუალება მომეცა, რომელიც მიჩვენებს, რამდენად კარგად ვარ ფიზიკურად მომზადებული“, - განაცხადა მარიმ, რომელმაც შეხვედრის მეოთხე გეიმშივე მიაღწია ბრეიკს და 3-1 დაწინაურდა.

მარი განსაკუთრებით აგრესიულად, მეტოქის მეორე მოწოდებაზე თამაშობდა. ზვერევს მეშვიდე გეიმში ჰქონდა ბრეიკის შანსი, როცა მეტოქის მოწოდებაზე 15-40 დაწინაურდა. მაგრამ მარიმ ორივე ბრეიკ პოინტი მოიგერია ანგარიში 5-2-მდე გაზარდა. მარიმ შესანიშნავად ჩატარებულ პირველ სეტს, წერტილი პირველივე შესაძლებლობაზე დაუსვა.

მაგრამ მეორე სეტში ის მოეშვა, რიტაც ზვერევმა კარგად ისარგებლა. გერმანელმა მერვე გეიმში შეძლო ბრეიკი და 5-3 დაწინაურდა, მომდევნო გეიმში კი, საკუთარ მოწოდებაზე მოგება არ გასჭირვები.

გადამწყვეტ სეტში ჯერ მარი დაწინაურდა - 4-1. მაგრამ მომდევნო ოთხი გეიმი დათმო. ზვერევს 5-4-ზე საკუთარ მოწოდებაზე შეეძლო შეხვედრის მოგება, მაგრამ ზედიზედ სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაშიც აგრესიულად მოთამაშე მარიმ შეუწყო ხელი. მომდევნო გეიმში მარის გამარჯვების ქულის აღება აღარ გასჭირვებია.

0.116691