ფეხბურთი

1:27 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კატალონიის პრეზიდენტი მესის დაემშვიდობა: "მადლობა, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ"

კატალონიის პრეზიდენტი კიმ ტორა ლიონელ მესის წერილით დაემშვიდობა, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომე არგენტინელის „ბალუგრანადან“ წასვლა მართლაც ძალზე რეალურია.

ტორამსოციალურ ქსელში მესის მადლობა გადაუხადა იმ წლებისთვის, რომელიც მან „ბარსაში“ გაატარა.

„კატალონია ყოველთვის შენი სახლი იქნება. დიდი მადლობა ყველა ამ ბედნირებისთვის და წარმოუდგენელი ფეხბურთისთვის. ძალიან გაგვიმართლა, რომ წლების განმავლობაში დღეების გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა საუკეთესო ფეხბურთელთან და კეთილშობილ სპორტსმენთან. არასდროს დაგივიწყებთ“, - წერს ტორა.

შეგახსენებთ, მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მიმართა. არგენტინელს ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი აკავშირებს, თუმცა სურს, რომ გუნდი მიმდინარე ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

0.132236