ფორმულა 1-ის 2020 წლის კალენდარში, სულ ცოტა, 17 რბოლა იქნება. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ის ოთხი ეტაპი დაასახელეს, რომლებიც კალენდარს დაემატა. მათგან ორს ბაჰრეინი უმასპინძლებს, ერთს აბუ დაბი და ერთსაც თურქეთი.
კალენდრის პირვანდელ ვერსიაში 22 ეტაპი იყო შეტანილი. მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაფერი თავდაყირა დადგა. სულ კი, პირველი ათი ეტაპიდან, ზოგი გადაიდო, ზოგი კი გაუქმდა. კალენდრიდან ამოვარდა მონაკოს დიდი პრიზი და ვიეტნამის ეტაპი, რომელიც პირველად უნდა გამართულიყო.
მსოფლიო ჩემპიონტი ავსტრიაში დაიწყო, სადაც ორი ეტაპ ჩატარდა. ორი ეტაპი გაიმართა სილვერსტოუნზეც. ყველაზე მეტ, სამ ეტაპს იტალია უმასპინძლებს. მონცას გარდა, რბოლები მუჯელოსა და იმოლას ტრეკებზეც ჩატარდება. კალენდარში დაბრუნდა პორტუგალიის დიდი პრიზი. ნურბურგრინგზე რბოლა კი აიფელის დიდი პრიზის სახელით გაიმართება.
სეზონს თურქეთი და ახლო აღმოსავლეთის სამი ეტაპი, დეკემბერში დახურავს. ამასთან, ბოლო სამი ეტაპი მიყოლებით, უქმეების გამოუტოვებლად ჩატარდება. ბაჰრეინის მეორე რბოლა კალენდარში სახირის დიდი პრიზის სახელით შევიდა. ჯერჯერობით უცნბია, ეს რბოლები სახირის ტრეკის განსხვავებულ კონფიგურაციებზე ჩატარდება, თუ არა. სახირის დიდი პრიზისთვის, ტრეკის უფრო მოკლე ვერსიის გამოყენების საკითხი ჯერაც განიხილება.
სავარაუდოდ, აბუ დაბის დიდი პორიზი სეზონს დახურავს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ კალენდარში ვიეტნამის ეტაპი დააბრუნონ და სეზონიც იქვე დაიხუროს.
ფორმულა 1-ის 2020 წლის კალენდრის ამჯამინდელი ვერსია
- ავსტრიის დიდი პრიზი - 5 ივლისი
- შტირიის დიდი პრიზი - 12 ივლისი
- უნგრეთის დიდი პრიზი - 19ივლისი
- ბრიტანეთის დიდი პრიზი - 2 აგვისტო
- 70 წლისთავის დიდი პრიზი - 9 აგვისტო
- ესპანთის დდ პრიზი - 16 აგვისტო
- ბელგიის დიდი პრიზი - 30 აგვისტო
- იტალიის დიდი პრიზი - 6 სექტემბერი
- ტოსკანის ფერარი 1000 დიდი პრიზი - 13 სექტემბერი
- რუსეთის დიდი პრიზი - 27 სექტემბერი
- აიფელის დიდი პრიზი - 11 ოქტომბერი
- პორტუგალიის დიდი პრიზი - 25 ოქტომბერი
- ემილია-რომანიას დიდი პრიზი - 1 ნოემბერი
- თურქეთის დიდი პრიზი - 15 ნოემბერი
- ბაჰრეინის დიდი პრიზი - 29 ნოემბერი
- სახირის დიდი პრიზი - 6 დეკემბერი
- აბუ დაბის დიდი პრიზი - 13 დეკემბერი