ფეხბურთი

20:30 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დაბრუნდა

ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ დაბრუნდა და გუნდის არასრულ შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშიც მიიღო მონაწილეობა.

ესპანური გუნდის სპორტული დირექტორის განცხადებით 24 წლის შემტევი „სარაგოსას“ სჭირდება და მისი დატოვება იგეგმება, თუმცა თავად ფეხურთელი კლუბის შეცვლის მოლოდინშია და ჩვენებურის მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ კუთვნილებაშია და მასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ის „რასინგში“, რომელიც მესამე დივიზიონში გავარდა, იანვარში სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გადავიდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა. კორონავირუსის პანდემიით შეჩერებული სეზონის განახლების შემდეგ კი მოედანზე საერთოდ არ გასულა იმის მიუხედავად, რომ ტრავმა არ აწუხებდა.

0.114418