ქართველი ფეხბურთელების გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ ამხანაგურ შეხვედრაში ტილბურგის "ვილემ II-ს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„გენტის“ რიგებში გოლის გატანა გიორგი ჩაკვეტაძემ შეძლო. ახალგაზრდა შემტევმა მეტოქის კარის აღება მე-12 წუთზე მოახერხა.
ბელგიური გუნდის ახალმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ქვილითაიაც ათამაშა. ქართველი ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ „გენტს“ მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდგომ ქულა არ აუღია და ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება. იუპილერ ლიგაში მე-4 ტურის მატჩს კი 30 აგვისტოს, შინ, "მეხელენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.