სხვა

16:03 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლინდელოფმა შვედეთში მძარცველი დაიჭირა და პოლიციას ჩააბარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა მოედნის მიღმაც გამოიჩინა თავი და მძარცველი დაიჭირა. შვედური მედიის ცნობით, ინგლისური კლუბის ფეხბურთელმა სტოკჰოლმის დასავლეთით დაიჭირა ადამიანი, რომელმაც 90 წლის ქალბატონი გაძარცვა.

აღსანიშნავია, რომ ლინდელოფმა დამნაშავე თავად დაიჭირა და იქამდე არ გაუშვა, სანამ შემთხვევის ადგილზე პოლიცია არ მივიდა.

„მან დაიჭირა მამაკაცი, რომელიც მანამდე არ გაუშვა, სანამ პოლიცია ადგილზე არ მივიდა. გვსურს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადოთ სწრაფი და ხარისხიანი რეაგირების გამო“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ფაქტს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ გამოეხმაურა და განაცხადეს, რომ ვიქტორით ამაყობენ:

„ვამაყობთ მისი ქმედებით, მაგრამ ვიქტოს მიაჩნია, რომ მან გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი გააკეთებდა იმავე სიტუაციაში“, - წერს „იუნაიტედის“ ვებგვერდი.

90 წლის ქალბატონმა ლინდელოფი მადლობის ნიშნად ვახშამზეც დაპატიჟა, ხოლო თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა.

0.122829