ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიოს 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლებენ. გადაწყვეტილება პარაგვაის სასამართლომ მიიღო.
მოსამართლის განცხადებით რონალდინიოს ყველა ბრალდება მოეხსნება თუმცა, მას თავისუფლებისთვის 90 000 დოლარის გადახდა მაინც მოუწევს. აღნიშნული თანხა კი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი პარაგვაიში გაყალბებული პასპორტების გამო დააკავეს და გარკვეული პერიოდი ასუნსიონის ციხეში იმყოფებოდა, ბოლოს კი ამავე ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროში შინაპატიმრობაში იყო.