ფეხბურთი

20:48 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს

„დინამო თბილისის“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. ავსტრიული გამოცემა Krone იტყობინება, რომ ქართველი უკვე ვენაში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კომენტრაქტს გააფორმებს.

ცუნბოია ხელშეკრულების პირობები და ფინანსური დეტალები. თუ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება, ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერის“ მეორე ქართველი წევრი იქნება, რადგან მანამდე გურამ გიორბელიძე ჩაირიცხა ამ ავსტრიულ გუნდში.

ლოჩოშვილს „დინამო თბილისის“ გარდა კიევის „დინამოსა“ და სლოვაკურ „ჟილინაში“ უთამაშია. რაც შეეხება „ვოლფსბერგერს“, ავსტრიის ბუნდესლიგაში გასულ სეზონში მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

0.135005