სალონიკის პაოკ-ი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ ნიკა ნინუას გარეშე დაუპირისპირდება.
ბერძნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერერიამ ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ შეიყვანა - მიზეზი ჩვენებურის ფორმაში არყოფნაა.
შეგახსენებთ, ნიკა ნინუა პაოკ-ს რამდენიმე დღის წინ 4-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა. ჩვენებური გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სალონიკელები „ბეშიქთაშს“ 25 აგვისტოს შეხვდებიან.