ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში „დალას მავერიქსმა“ ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა (2:2) და ეს ლუკა დონჩიჩის დამსახურებაა, რომელმაც მორიგი შთამბეჭდავი და წარმოუდგენელი თამაში ჩაატარა.
შეხვედრა მეტისმეტად დრამატული და დაძაბული გამოდგა. ოთხმა პერიოდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა (121:121) და თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც „კლიპერსი“ ახლოს იყო მოგებასთან.
ლოს ანჯელესელები 133:132-ს იგებდნენ, მაგრამ სლოვენიელმა ჯადოქარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დონჩიჩმა გადამწყვეტი სამქულიანი საფინალო სირენის ხმასთან ერთად ჩააგდო და „დალასს“ 135:133 მოაგებინა...
გადამწყვეტი სამქულიანი იქით იყოს და დონჩიჩმა მართლაც ფანტასტიკურად და შთამბეჭდავად ითამაშა: ლუკამ 46 წუთში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა! NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის სტადიაზე სამმაგი დუბლი 40+ ქულით შეასრულა!
ლუკა დონჩიჩმა წყალში ჩაუყარა „კლიპერსის“ კალათბურთელებს, ლოუ ვილიამსსა (36 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი) კავაი ლეონარდს (32 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი) ასევე დიდებული გარჯა. ამ გუნდებს შორის სერიის რიგით მეხუთე მატჩი 26 აგვისტოს გაიმართება.