ფეხბურთი

0:57 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ჩემპიონია: ტრებლი უდანაკარგოდ და ისტორიაში მეორედ!

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის გამარჯვებულია. „რეკოდმაისტერმა“ ისტორიაში მეექვსედ მოახერხა კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონობა, რაც ლისაბონში, „და ლუჟზე“ „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ გააკეთა.

შეხვედრა ცხადია საინტერესო გამოდგა, ფინალისთვის შესაფერისად დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. პირველ ტაიმში პსჟ გაცილებით უკეთ და მწვავედ უტევდა. ყველაზე რეალური შანსი კი ნეიმარმა მიიღო, რომელსაც მანუელ ნოიერმა აჯობა და საკუთარი გუნდი იხსნა. შემდეგ ანხელ დი მარიამ დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად, ხოლო ბოლოს კილიან მბაპეს სუსტი დარტყმა ნოიერმა ადვილად აიღო. საპასუხოდ, „რეკორდმაისტერიც“ არ ყოფილა უსაქმოდ რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში დაძაბულობა გაგრძელდა, მაგრამ „ბაიერნმა“ პარიზელთა კარგად გაკონტროლება მოახერხა. ფრანგებს პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდათ და 59-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი კინგსლი კომანი გამორჩათ. ფრანგი შემტევი იოზუა კიმიხის გადაცემას შორეულ ძელთან გამოეხმაურა და თავით კეილონ ნავასი უშანსოდ დატოვა. ცნობითვის, კომანი პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო, თუმცა გუნდი 2014 წელს დატოვა. ახლა კი, ყოფილ გუნდს „მადლობა ასე გადაუხადა“...

„პარი სენ ჟერმენს“ ძალიან ბევრი დრო ჰქონდა ვითარების შესაცვლელად, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. საგოლე მომენტიც კი ვერ შექმნა და მიუნხენელთა მარწუხებს თავი ვერაფრით დააღწია. ნეიმარმა, დი მარიამ და მბაპემ გერმანელი მცველების წინააღმდეგ აბსოლუტურად ვერაფერი გაახერხეს და ჩრდილიდან ვერაფრით გამოვიდნენ. ამრიგად, პსჟ-მ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი დაკარგა.

სამაგიეროდ მოიგო „ბაიერნმა“ ისტორიაში მეექვსედ, გადაასწრო „ბარსელონას“ და დაეწია „ლივერპულს“. „რეკორდმაისტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულებით მხოლოდ „რეალსა“ (13) და „მილანს“ (7) ჩამორჩება. ცხადია ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ბაიერნმა“ ტრებლი შეასრულა (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) და მეორე გუნდი ისტორიაში „ბარსელონას“ შემდეგ, რომელმაც ეს ორჯერ გააკეთა (პირველად 2013 წელს).

ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დასრულდა, რომელსაც ღირსეული ჩემპიონი ჰყავს - „ბაიერნი“, რომელიც ერთადერთი გუნდია, რომელმაც ტიტული ისე მოიგო, რომ ტურნირზე ყველა თამაში მოიგო!

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:1)

ლისაბონი, „და ლუჟი“

უმაყურებლოდ

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი (კურზავა 80); ერერა (დრაქსლერი 72), მარკინიოსი, პარედესი (ვერატი 65); დი მარია (ჩუპო-მოტინგი 80), ნეიმარი, მბაპე

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი (ზულე 29), ალაბა, დევისი; ტიაგო ალკანტარა (ტოლისო 86), გორეცკა; გნაბრი (კოუტინიო 69), მიულერი, კომანი (პერიშიჩი 68); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლები: 0:1 კომანი (59)

გაფრთხილება: პარედესი (52), ნეიმარი (81), ნეიმარი (81), ტიაგო სილვა (84), კურზავა (86) - დევისი (28), გნაბრი (52), ზულე (56)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 7 (2) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

0.297515