პოლ პოგბასა და მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტების შესახებ ისაუბრა. რაიოლას განცხადებით, პოგბა „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლას არ აპირებს, ხოლ დე ლიხტი რემბრანდტს შეადარა.
„პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მოთამაშეა. მათ მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ და ის 100%-ით მისი ნაწილია. ამ ზაფხულს არანაირი შემოთავაზება არ მიიღება. სულ მალე ახალ ხელშეკრულებაზე ვისაუბრებთ და ამას დაძაბულობის გარეშე გავაკეთებთ.
დე ლიხტი? ის ჰოლანდიაში წარმოებული ახალი რემბრანდტია,არაჩვეულებრივი მოთამაშე. მხრის ტრავმას მკურნალობს და ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო დასჭირდება. „იუვეს“ ხელში მნიშვნელოვანი საგანძური აქვს“, - თქვა რაიოლამ.