ფეხბურთი

18:40 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი: "ჩვენ კლოპი გვჭირდება და უკვე ვესაუბრე"

კატალონიის „ბარსელონას“ იურგენ კლოპი დაუკავშირეს. ესპანური გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხორდი ფარემ განაცხადა, რომ კლოპს უკვე ელაპარაკა და „ბარსას“ მისნაირი მწვრთნელი სჭირდება.

„თუ კუმანი მოვალეობას კარგად შეასრულებს, ცხადია ჩვენთან დარჩება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და გრაფიკი. უკვე ვესაუბრე იურგენ კლოპს, რადგან ჩვენი აზრით, „ბარსელონას“ სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება.

ახლა კლუბში განსაკუთრებული პერიოდია და კუმანის დანიშვნა კარგი გამოსავალია იქიდან გამომდინარე, რომ „ბარსელონას“ ლეგენდა და სიმბოლოა. ახლა გუნდს მისნაირი ადამიანი სჭირდებოდა. წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ძალიან რთული გამოწვევის წინაშეა.

ბოლო პერიოდში ბევრი რამ არასწორი გზით გაკეთდა. ვერავინ მიხვდა, რომ გუნდს თაობათა ცვლა სჭირდებოდა, მეტიც, შემადგენლობას ლოგიკის გარეშე აკომპლექტებდნენ. ის, რაც ეტაპობრივად უნდა გაკეთებულიყო, ახლა ერთიანად უნდა გაკეთდეს“, - თქვა ფარემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 15 მარტსაა დაგეგმილი.

0.115868