ფეხბურთი

1:23 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩილუელი „ჩელსიში“ გადავიდა

„ლესტერის“ მცველმა, ბენ ჩილუელმა, „ჩელსისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - გვამცნობს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, თავისი ტვიტერის გვერდზე. ბრიტანული მედია წერს, რომ ხელშეკრულება 55 მილიონი ევრო დაჯდა.

„ლურჯების“ დამრიგებელ ფრენკ ლამპარდს მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურდა და სწორედ ჩილუელის გადაბირება ამოეჭრა გულში.

ჩილუელი „ლესტერის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა. 2015-16 წლების სეზონში კი იჯარით „ჰადერსფილდში“ ირჯებოდა.

0.115654