მადრიდის „რეალმა“ უეფას ჭაბუკთა ლიგის (19 წლამდე ფეხბურთელები) ნახევარფინალში „ზალცბურგს“ 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც „ბენფიკას“ შეხვდება.
ლისაბონელებმა მანამდე „აიაქსს“ 3:0 სძლიეს.
საინტერესოა, რომ ჭაბუკ რეალელთა მწვრთნელი, „სამეფო კლუბის“ ლეგენდა რაულია.
ფინალი 25 აგვისტოს, შვეიცარიულ ნიონში გაიმართება, მაყურებლების გარეშე.
„ბენფიკა“ მეორედ ითამაშებს ტურნირის ფინალში. პორველად ეს პორტუგალიელებმა სადებიუტო გათამაშებაში მოახერხეს, 2013-14 წლების სეზონში, როცა „ბარსელონასთან“ 0:3 დამარცხდნენ.
„რეალი“ გადამწყვეტ მატჩში პირველად იასპარეზებს.