ვატო არველაძემ თურქული „ქარაგუმრუქის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა, ამხანაგურ მატჩში „ფენერბაჰჩესთან“.
ვატომ მე-5 წუთზე ორ მცველში მოახერხა გაძრომა და გოლი ალასან ნდაომ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გახსნა. საბოლოოდ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
მოგეხსენებათ, „ქარაგუმრუქის“ ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, ხოლო ვატო არველაძემ ამ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ქარაგუმრუქი“ 2020-2021 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს.