„ინტერის“ შემტევი, ლაუტარო მარტინესი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, კვლავ მთავარ სამიზნედ რჩება „ბარსელონასთვის“ - გვამცნობს Forbes.
დამრიგებლად რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ, კლუბის გეგმები ამ მხრივ არ შეცვლილა. იტალიური მედია უკვე წერდა, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ 23 წლის არგენტინელის აგენტს.
გასულ სეზონში, იტალიურ სერია A-ში, „ინტერის“ მაისურით მარტინესმა 35 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა.