ფეხბურთი

18:03 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "ჩემი გაყიდვა თუ უნდათ, მითხრან"

„ბარსელონა“ შესაძლოა ლუის სუარესმა დატოვოს და ამისთვის ურუგვაელი ფორვარდი მზადაა. „ელ პისტოლეროს“ განცხადებით, მას დარჩენა სურს, მაგრამ თუ კლუბი გაყიდის, გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თუ ისინი ჩემს გაყიდვას აპირებენ, მითხრან. ითქვა, რომ პრეზიდენტმა დაასახელა გასაყიდი ფეხბურთელების სახელები, მაგრამ ჩემთვის არაფერ უთქვამს. მე დარჩენა მინდა, ვფიქრობ, კლუბისთვის კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ განსხვავებულად ფიქრობს, ამას მივიღებ. კუმანთან ჯერ არ მილაპარაკია.

„ბაიერნთან“ წაგებაზე ყველანი ვართ პასუხისმგებლები. მეტოქე უკეთეს ფორმაში იყო და ამ ახალ ფორმატს უკეთ მოერგო. არ ვიცი, ორმატჩიან დუელში როგორ წარიმართდებოა მოვლენები.

საფეხბურთო სამყაროში თანმიმდევრულობის, მოთმინებისა და მეხსიერების ნაკლებობაა. როდესაც „რეალმა“ „აიაქსთან“ წააგო, მახსოვს, რომ კროოსის და მოდრიჩის გაყიდვა უნდოდათ, რომლებიც ახლა ისევ ფენომენები არიან. სამწუხაროა, რადგან ეს ყოველდღე ხდება, ადამიანებს ყველაფერს აქვთ მოსაზრება და შეუძლიათ ძალიან მარტივად განსაჯონ. დღეს თეთრია, ხვალ შავი და პირიქით“, - თქვა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონაში“ „ლივერპულიდან“ 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ ურუგვაელმა კატალონურ გრანდში ჩატარებულ 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა.

0.122358