უკრაინის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი დაიწყო. პირველი მატჩი დონეცკის „ოლიმპისა“ და კიევის „დინამოს“ შორის შედგა და სტუმრებმა ძალიან ადვილად 4:1 მოიგეს.
მასპინძლების ერთადერთ გოლში თემურ ჩოგაძის წვლილიცაა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 23-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ სერგეი პოლიტილომ გაიტანა.
შეგახსენებთ, თემურ ჩოგაძე დონეცკის „ოლიმპიკში“ გასულ სეზონში გადავიდა.