„მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ჰარი მაგუაირი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა. მიზეზი ერთ-ერთ ბარში ჩხუბი დასახედა.
„წითელი ეშმაკების“ კაპიტანს ინციდენტი ბრიტანულ ტურისტებთან მოუვიდა, მათი გაშველებას კი სამართალდამცავები ცდილობდნენ თუმცა, 27 წლის ფეხბურთელი მათ არ დაემორჩილა და დაკავების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ინგლისურმა კლუბმაც გააკეთა:
„ჩვენ ვესაუბრეთ ჰარის და ის ბერძენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობს. სხვა კონკრეტული დეტალებისგან კი თავს შევიკავებთ“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგას ნახევარფინალურ ეტაპზე „სევილიასტთნ“ მარცხის შემდგომ გამოეთიშა და ფეხბურთელები შვებულებაში იმყოფებიან. მაგუაირი კი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსოზე ისვენებს.