ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. ქართველი ჩოგბურთერლი ახალგაზრდა კანადელ ოჟე-ალიასიმს შეხვდება.
აღნიშნული წყვილი აქამდე ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდა და ბასილაშვილს 20 წლის ჩოგბურთელთან უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან როგორც მაიამის მასტერსზე, ასევე ლიონის მასტერსზე მარცხი განიცადა.
იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა პირველი შეხვედრა მოიგო, მეორე წრეში მისი მეტოქე ამერიკელი ტენის სანდგრენისა და იტალიელი ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებული იქნება.
ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე გასულ წელსაც ასპარეზობდა, თუმცა პირველივე შეხვედრა ანდრეი რუბლიოვთან დათმო, ამიტომ სარეიტინგო ქულები დასაცავი არ აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ცინცინატის მასტერსი კორონავირუსის პანდემიიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ პირველი ტურნირია, რომელიც ATP-ს ეგიდით ტარდება.
ძირითადი ბადის შეხვედრები 22-28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, მისი საპრიზო ფონდი კი 4 674 780 დოლარია.