ფეხბურთი

1:02 | 21.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ კუმანს უთხრა, რომ მის მომავალს "ბარსელონაში" ვეღარ ხედავს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რონალდ კუმანს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მის მომავალს უფრო მეტად ესპანური გრანდის გარეშე ხედავს, ვიდრე მასთან ერთად.

ცნობილია, რომ მესიმ კუთვნილი შვებულება შეწყვიტა, რომ ნიდერლანდელ მწვრთნელთან გეგმებზე პირადად ესაუბრა. ახლა კი, რადიო RAC 1 საკმაოდ სენსაციურ ცნობას ავრცელებს - მესის კლუბის დატოვება უნდა.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, არგენტინელმა კუმანს აცნობა, რომ „ბარსაში“ მისი მომავალი მისთვის გაუგებარია და ახლა თავს სხვა კლუბში უფრო მეტად ხედავს, ვიდრე კატალონურ გრანდში, სადაც ის ჯერ აკადემიაში აღიზარდა, ხოლო 2004 წლიდან მთავარი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა.

RAC 1 დასძენს, რომ კლუბთან ინფორმაციის გადამოწმება სცადეს, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი აკავშირებს (2021 წლამდე) და არ სურთ კომენტარის გაკეთება ფეხბურთელისა და მწვრთნელის შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ინგლისურ „მანჩესტერ სიტისა“ და იტალიურ „ინტერს“ უკავშირებენ.

0.11724