ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ნიჭიერი შემტევის თამაში 8.2 ქულით შეაფასა და ადგილი მარცხენა ფლანგზე მიუჩინა.
ამასთან, ხვიჩა კვარაცხელიამ განვლილ ტურში ექვსი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა (ხვიჩა ამ კუთხით ზედიზედ სამი ტურია უკონკურენტოა).
ქართველი ფეხბურთელის „რუბინი“ მესამე ტურში „სოჭისთან“ 2:3 დამარცხდა, ჩვენებურმა კი პენალტი მოიპოვა, საგოლე პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
აქვე გეტყვით, რომ „რუბინს“ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 22 აგვისტოს მოსკოვის ცსკა-ს შეხვდება.