კალათბურთი

14:18 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დონოვან მიტჩელმა ჯორდანისა და ვესტის უნიკალური მიღწევა გაიმეორა

„იუტა ჯაზის“ კალათბურთელმა დონოვან მიტჩელმა NBA-ს პლეი-ოფის პირველ-ორი მატჩში 87 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რითაც უნიკალური მიღწევა გაიმეორა.

მიტჩელამდე მხოლოდ ორი კალათბურთელი იყო, რომლებმაც NBA-ს პლეი-ოფის საწყის ორ მატჩში 80+ ქულა და 15+ პასი მიითვალეს. პირველად ეს ჯერი ვესტმა მოახერხა 1965 წელს (101 ქულა, 17 პასი) და მეორედ მაიკლ ჯორდანმა 1995 წელს (80 ქულა, 15 პასი).

დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაში „იუტამ“ „დენვერი“ 124:105 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ სერიის პირველ მატჩში მიტჩელმა კიდევ ერთი მიღწევით გამოიჩინა თავი და პლეი-ოფის მატჩში 57 ქულა ჩააგდო, რაც NBA-ს ისტორიაში მესამე შედეგია მაიკლ ჯორდანის (63 ქულა) და ელგინ ბეილორის (61 ქულა) შემდეგ.

0.118451