„ბაიერნის“ ნახევარმცველი, 25 წლის სერჟ გნაბრი, მეორე გერმანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. 19 აგვისტოს „ბაიერნმა“ ფრანგული „ლიონი“ 3:0 დაამარცხა.
მანამდე, 2012-13 წლების სეზონში, ამავე სტადიაზე ასევე ბავარიელმა ტომას მიულერმა ორჯერ გაუტანა „ბარსელონას“ (4:0).