მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „ლიონთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, იცოდნენ, რომ ადვილი მატჩი არ ექნებოდათ.
„ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა. „ლიონი“ აქამდე „იუვენტუსთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ შესანიშნავი მოგებებით მოვიდა. ეს არის ტაქტიკურად კომპაქტური გუნდი, რომელმაც თამაშის დასაწყისში პრობლემები შეგვიქმნა.
პსჟ-ც მშვენიერი გუნდია, გავაანალიზებთ რამდენიმე ასპექტს და ვიცით, რომ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ. ვეცდებით თავი ორგანიზებულად დავიცვათ, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენი მთავარი იარაღი მეტოქეზე ზეწოლაა“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 23 აგვისტოს, „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდება.