ფეხბურთი

22:20 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი ფეხბურთელის აგენტი გახდა, რომელსაც "რომას" კაპიტნის სამკლავური მემკვიდრეობით გადასცა

ფრანჩესკო ტოტიმ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სააგენტო შექმნა და ნიჭიერი ფეხბურთელების უფლებამოსილების აღებითაა დაკავებული.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ტოტის სააგენტოს განკარგულებაში იქნება 14 წლის მატია ალმავივა, რომელიც „რომას“ აკადემიაში თამაშობს. რითაა ეს ამბავი საინტერესო? შესაძლოა ბევრმა იცოდეს, ბევრმა - არა, მაგრამ ალმავივა ის ბიჭია, რომელსაც ტოტიმ მისი კარიერის ბოლო მატჩის შემდეგ 2017 წლის მაისში, მემკვიდრეობით „რომას“ კაპიტნის სამკლავური გადასცა...

მატია 2006 წელს დაიბადა და „ჯალოროსის“ აკადემიაში დაიწყო ფეხბურთის თამაში, სადაც დღემდე იმყოფება.

0.101957