ფეხბურთი

16:02 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ „და „ატლეტიკო“ ბერნარდესკის გადაბირებას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის ფედერიკო ბერნარდესკის შეძენა ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

წყალოს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ იტალიელი ნახევარმცველის გასხვისებაზე თანახმაა და „ჩელსის“ და „ატლეტიკოს“ ვარიანტები მათთვის მისაღებია.

სხვა კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია, არცერთ კლუბს კონკრეტული წინადადებით ტურინული გრანდისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ „ბერნარდესკის“ „იუვენტუსში“ 2017-2018 წლების სეზონში „ფიორენტინადან“ გადავიდა, კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 26 წლის იტალიელმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით 37 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.103785