ფეხბურთი

19:35 | 18.08.2020 | ნანახია 884 - ჯერ

"ჩიხურა" "საბურთალოსთან" განადგურდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტური სენსაციური გამოდგა. „ჩიხურამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 2:8 დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზევე ანგარიში ცნობილაძემ გახსნა, ზუსტად 7 წუთში კი დედაქალაქელებმა სხვაობა ორბურთიანი გახადეს. იმერლებმა მე-15 წუთზე დეკანოიძის გოლით 1 ბურთი გაქვითეს და თითქოს თამაშის გადარჩენას აზრი მიეცა, თუმცა, 2 წუთში ქავთარაძემ ორბურთიანი სხვაობა ისევ აღადგინა. „საბურთალომ პირველივე ტაიმი სოლიდური ანგარიშით - 1:6 მოიგო.

მეორე ტაიმში ტეპნაძემ ავტო გოლი მიითვალა, თბილისელთა რიგებში ბოლო გოლი კი მარგველაშვილმა გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში „ჩიხურას“ ფეხბურთელმა ჩიკვილაძემ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით „საბურთალომ“ 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა, იმერულ გუნდს კი 5 ქულა აქვს გა გასავარდნ ზონაში იმყოფება.

„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 2:8 (1:6)

გოლები: 0:1 ცნობილაძე (3), 0:1 ტერა (10), 1:2 დეკანოიძე (15), 1:3 ქავთარაძე (17), 1:4 ლუმუ (27), 1:5 ქავთარაძე (34), 1:6 ქავთარაძე (39), 1:7 ტეფნაძე (52, ა.გ), 1:8 მარგველაშვილი (60), 2:8 ჩიკვაიძე (89)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:34 | 19.08.2020
qomagi (1575)

ჩვენი ფეხბურთის განვითარება მხოლოდ ილუზია იქნება მანამდე, ვიდრე ასეთი ტაკიმასხარაობა იქნება ქართულ ფეხბურთში - ერთ სეზონში ოთხეული და ევროსაგზური და მეორე სეზონში გაფარჩაკება და მაჩანჩალობა. 1 წლიან გუნდებს ბოლო უნდა მოეღოს. საჭიროა სტაბილურობა, სწორად უნდა ჩაიდოს და დაიხარჯოს ფული, მაგრამ ეს არავის უნდა. ჰოდა ამიტომაც ვზელთ ამ ქაქს და ტალახს აგერ უკვე 30 წელია.

22:18 | 18.08.2020
saamtrediel (960)

3-4 წლის წინ ზუსტად ამ ანგარიშით გაანადგურა სამტრედიამ საბურთალო. იმ გუნდის დაშლა იქნებოდა?! მაგრამ საქართველოში არცერთ საბიუჯეტო გუნდს არა აქვს მომავალი.

20:15 | 18.08.2020
sabonis (9584)

ჩიხურამ, როგორც ჩემი ბარსა იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოოო?DDDDDDDDDDDD

11:32 | 19.08.2020
KoRBeN DaLLaS (24846)

ერთი ერთშიო

20:05 | 18.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

სენსაციას სად ხედავთ?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067869
სარეკლამო ადგილი - 99
X x X