NBA-ს პლეი-ოფი „იუტა ჯაზისა“ და „დენვერ ნაგეტსის“ შეხვედრით გაიხსნა, რომელიც დრამატული გამოდგა. დენვერელებმა ოვერტაიმში 135:125 იმარჯვეს და სერიაში დაწინაურდნენ.
თუმცა, „იუტა ჯაზის“ ლიდერმა დონოვან მიტჩელმა საოცარი თამაში ჩაატარა. 23 წლის კალათბურთელმა 57 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ასეთი შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი დამარცხა.
მიტჩელი პლეი-ოფის მატჩში მოპოვებული ქულების რაოდენობით ისტორიაში მესამე გახდა, ჩამორჩება რა, მხოლოდ მაიკლ ჯორდანს (63 ქულა) და ელგინ ბეილორს (61). ამასთან, პირველია, რომელმაც 57 ქულა მიითვალა და მისი გუნდი დამარცხდა.
სერიაში დაწინაურდა „ტორონტოც“, რომელმაც „ბრუკლინ ნეტსი“ ადვილად, 134:110 დაამარცხა. კანადელთა რიგებში ფრედ ვალიტი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულით და 11 მოხსნით საკუთარი გუნდის გამარჯვება განაპირობა. აქვე გეტყვით, რომ დღეს პლეი-ოფში გოგა ბითაძის „ინდიანაც“ ჩაერთვება, რომელიც „მაიამი ჰიტის“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება სხვა მატჩებს: "ბოსტონმა" "ფილადელფიას 8-ქულიანი სხვაობით 109:101 მოუგო, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" კი "დალას მავერიქსი" 118:110 დაამარცხა.