ფეხბურთი

19:16 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ჭანტურია დაიმატა

გორის „დილამ“ რომან ჭანტურია დაიმატა. ქართველი თავდამსხმელი შიდა ქართლელთა რიგებში რამდენიმე კვირა ვარჯიშობდა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

ჭანტურია თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილია, საიდანაც „ემპოლის“ აკადემიაში აღმოჩნდა.

სხვადასხვა დროს მას „ოლანენსეს“ (პორტუგალია), „პრატოს“ (იტლია), „ატლეტიკის“ (მალტა), თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამო ბათუმის“ ღირსება დაუცავს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ჭანტურიამ 8 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.113975