„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის (კვირის) საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბრაზილიელმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ნეიმარმა დაიო უპამეკანოს („ლაიფციგი“), მუსა დემბელეს („ლიონი“) და ტომას მიულერს („ბაიერნი“) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ - „ლაიფციგს“ (18 აგვისტო), „ბაიერნი“ კი „ლიონს“ (19 აგვისტო) შეხვდება.