მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას მცირე ინტერვიუ რუსულ პრესაში გამოქვეყნდა. თორნიკეს განცხადებით, უძლიერეს გუნდში მოხვდა და იმედოვნებს, რომ პოლიტიკის მიუხედავად, ხალხს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ექნებათ.
- პირველად როდის იყავით რუსეთში?
- ბავშვობაში, მამაჩემთან ერთად ჩამოვედი რუსეთში. ის თითქმის ერთი წელი მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა.
- რუსულ კულტურას კარგად იცნობთ?
- სამწუხაროდ არა. მხოლოდ სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ბევრ საინტერესოს ვისწავლი.
- რა მოლოდინი გაქვთ რუსეთში ჩამოსვლით?
- უძლიერეს გუნდში ჩამოვედი - ცსკა-ში. იმედი მაქვს დავამტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს და ახალ მიზნებს მივაღწევ. ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მინდა ვაჩვენო, რომ ხალხი მზად არის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ერთმანეთთან პოლიტიკის მიუხედავად.
- არსებობს მოსაზრება, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა. ეს მართალია?
- სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად სხვაგვარად ხდება.