„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგას ნახევარფინალურ სტადიაზე გამოეთიშა და 2019-2020 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
„წითელი ეშმაკები“ ზედიზედ მესამე სეზონია ტიტულის მოგებას ვერ ახერხებენ და ამაზე ცუდი სერია ბოლოს 30 წლის წინ ჰქონდათ. 1985-1989 წლებში ჯერ კიდევ ალექს ფერგიუსონის „იუნაიტედი“ 4 წელი ვერ ახერხებდა ჯილდოს მოგებას.
მას შემდეგ ყველაზე ცუდი პერიოდი ორწლიანი იყო და ისიც ორჯერ: 2004-2005 და 2014-2015 წლები.
აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერმა“ 2019-2020 წლების სეზონში პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ინგლისის ასოციაციის თასს, ინგლისის ლიგის თასსა და ევროპა ლიგას კი ნახევარფინალში გამოეთიშა.